2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ნიკა გვარამია: ახლა ეგენი რომ დაიწყებენ გაქცევას რუხაძესავით, მაგასაც ვიხილავთ

“იხურება ყველა ლიცენზირებული შოუ და სერიალი იმედზე და პოსტვ-ზე, რაც პრაქტიკულად ამ “მედიების” დახურვაა. იხურება მათი პეიჯები FB-ზე.

ვერც ერთი ბანკი ვერ მოემსახურება ვერც ერთ ტვ-ს.

იხურება იმედის მიერ შექმნილი რეიტინგების მთვლელი, რადგან კარგავს ბრიტანულ ლიცენზიას, შესაბამისად რეკლამის ლეგალურად გაყიდვას ვეღარ შეძლებენ. ვერც რეიტინგების გაყალბებას.

რეკლამის მიტანა არა მარტო საერთაშორისო ბრენდების, არამედ საერთაშორისო აფილაციების კომპანიების მიერაც კი, მათთვის ან ეგრევე უმძიმეს შედეგებს, ან უმძიმესი პოტენციალის რისკებს გააჩენს

ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება.

რუხაძის და სხვების წასვლა დამფუძნებლების და მენეჯერების თანამდებობებიდან “განწმენდის” ფუნქციას ვერანაირად ვერ შეასრულებს. ჩათვალეთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვერ გაივლიან ვერც ერთი ბანკის KYC შემოწმებას – არათუ კრედიტებს ვერ აიღებენ ვერც თავად და ვერც ის იურიდიული პირები, სადაც რომელიმე მათგანი რაიმე ფორმით გამოჩნდება, არამედ მოქმედი ანგარიშებიც შეიძლება დაეხუროთ და ბარათები გაუუქმდეთ

იხილება დასანქცირებულების გაერთიანება რ2-თან (რასაც ვულოცავ ამ უკანასკნელს, რაც რ2-ის რეალურად გაუქმებაა (გეპეის და უნივერსიტეტის გაერთიანების არ იყოს). რატომ გონიათ ოღონდ, რომ რ-2 დიდ ხანს იქნება უსანქციოდ, მაგას ვერ გეტყვით. ყველაფერი წინ აქვს რ2-ს და მის დამფუძნებლებს. ახლა ეგენი რომ დაიწყებენ გაქცევას (რუხაძესავით), მაგასაც ვიხილავთ”,_ წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: 1921 წლის 25 თებერვალი და 2012 წლის 1 ოქტომბერი სრულიად ერთი პლანის მოვლენებია
შემდეგი სტატია“ამიტომ ეშინია ივანიშვილს და მის ბანდიტებს ჩემი ყველაზე მეტად”- სააკაშვილი