ნიკა გვარამია ადვოკატთა ასოციაციას და მის ხელმძღვანელებს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ადვოკატთა ასოციაციასა და მის ხელმძღვანელს მიმართავს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა:

“მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციადა მის ხელმძღვანელს დავით ასათიანს.

უახლოეს საათებში, გაკეთდეს საჯარო განცხადება ასოციაციის ორი წევრის, ნიკა გვარამიას და დიმიტრი საძაგლიშვილის სასამართლო პროცესზე უკანონოდ არდაშვების და ჩვენი უფლებების უკანონო შეზღუდვის თაობაზე, რამაც ზიანი მიაყენა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს;

ასევე, მიხეილ სააკაშვილის დაცვის განხორციელების in effectum გაუქმების თაობაზე, გლდანის დაწესებულებაში პატიმრების მხრიდან უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, რაც წინასწარ დაგეგმილია და ატარებს ხელისუფლების შესაბამისი უწყებების და კრიმინალური სამყარო ორკესტრირებული მოქმედების სახეს”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა კვიპროსში ქართული მონასტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადმოცემისთვის კვიპროსის მთავარეპისკოპოსს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიაბასილაია: ელოდებიან სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად ვერ შეძლოს გადაადგილება, პროცესი ჩანიშნეს 29 ნოემბერს, როცა მისი მდგომარეობა იქნება უაღრესად მძიმე