“იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ. ნათია სონღულაშვილს იმედის საინფორმაციოს უფროსობასაც ჩამოართმევენ.
ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან” მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“, – აღნიშნული განცხადება ნიკა გვარამიამ გააკეთა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “იმედის” 25 % წილის მესაკუთრე მაგდა ანიკაშვილი გახდა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ნათია სონღულაშვილმა მისი წილი 10 % მაგდა ანიკაშვილს 100 ლარად მიჰყიდა. დოკუმენტები საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაში, დღეს, 16 ოქტომბერს გაატარა.















