ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მამუკა ახვლედიანთან საუბარი თავად ჩაწერა

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან სატელეფონო საუბარი თავად ჩაწერა.

როგორც ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩანაწერი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის კომპიუტერში ინახებოდა.

„მე თავად გავაკეთე ეს ჩანაწერი, თუმცა ჩვენთვის ეს საინტერესო აღარ გამოდგა. რაღაც პერიოდი ინახებოდა ჩემს კომპიუტერში და ქსელში, ასე რომ გვაქვს კიბერდანაშაულთან საქმე ან სუს-ი გვყავს ჩვენთან. გასული წლის ნოემბერში შედგა ეს შეხვედრა, შეხვედრამდე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაგვეწერა, რათა დაგვეზღვია ჩვენი თავიც და საქალაქოს თავმჯდომარეც. აქ რომ ყოფილიყო „რუსთავი 2“-ის საქმეზე საუბარი, ჩვენ ამას გავასაჯაროებდით, თუმცა ეს არ დაგვჭირდა, რადგან სასამართლო სისტემის ხარვეზებზე იყო საუბარი”, – განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ნუ იღელვებთ, მშვიდობა იქნება
შემდეგი სტატიაკიევი მოსკოვში დაკავებული უკრაინელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს