5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ნიკა გვარამია: 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა,- წერს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, გარდაიცვალა ის, ვისი სიტყვაც საქართველოში ყველაზე დიდი წონისა იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

,, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, ვინც რელიგიური მოღვაწე იყო, მაგრამ უყვარდა არა მხოლოდ მის მრევლს, არამედ სხვა რწმენის ქართველებსაც, აგნოსტიკოსებსაც და ათეისტებსაც. ის, ვინც სულიერი ლიდერიც იყო და მრავალმხრივ ნიჭიერი კაციც, შემოქმედი, კულტურტრეგერი.

ის, ვინც იყო უწმინდესი და უნეტარესიც, და ასევე ძალიან საინტერესო და მრავლისმნახველი ადამიანი და მოღვაწე ამა ქვეყნისა, უმდიდრესი გამოცდილებით და ანალიზისა და თხრობის გასაოცარი უნარით.

ის, ვისი აფხაზეთში მოღვაწეობა, ჯერ კიდევ 50 წლის წინ, ქრისტიანულ მსახურებასთან ერთად, დიდ პატრიოტულ მისიას მოიცავდა. და ვისაც მეხსიერებიდან არასდროს წაუშლია სოხუმის ნინოშვილის ქუჩა, სადაც ცხოვრობდა, და არასდროს განელებია იქ დაბრუნების იმედი. გაანათლოს მისი სული უფალმა. ღმერთმა დაიცვას მისი სამშობლო და მისი ხალხი”,– წერს გვარამია.

banner
წინა სტატიაშიკლინიკასთან, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გარდაიცვალა, ხალხი იკრიბება
შემდეგი სტატიასაქართველოში გერმანიის ელჩი, ქართველ ხალხს, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს