26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ნიკა გვარამია: 25 ივნისის სასამართლო პროცესი “უცაბედად” 11 ივნისს ჩაინიშნა

“საინტერესოა ხომ, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დადგომის და მოლაპარაკებების დაწყების პარალელურად, საბოტაჟის სამარცხვინო და გამოგონილი საქმე, სადაც ლამის მთელი ქართული პოლიტიკური ლიდერშიპი სამართლდება, რომ დაჩქარდა?

25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით “უცაბედად” 11 ივნისს გადმოინიშნა. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც პროცესები უსასრულოდ იწელება, მით უმეტეს, ზაფხულში. და ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირი მოლაპარაკების მთავარ ნაწილად ადამიანის უფლებების პრობლემას მიიჩნევს და მნიშვნელოვან წილად სწორედ ამაზე “ჰკიდია” უვიზო მიმოსვლის ბედი.

ახლა თქვენ თავად გადაწყვიტეთ, სინამდვილეში, რა უნდა და რას აპირებს “ქართული ოცნება”,_  წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია.

5 ივნისს “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს – ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების აუცილებელ პირობას ასახელებს
შემდეგი სტატიაანა წითლიძე ზურაბიშვილს ურჩევს, ერთობაზე უფრო კონკრეტულად ისაუბროს