ნიკა გვარამია : 2-ჯერ კი არა 22-ჯერ მოვალ, თუ უნდათ

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა. გვარამიამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის გამომძიებლების კითხვებს უპასუხებს.

“2-ჯერ კი არა 22-ჯერ მოვალ, თუ უნდათ. ბოლო საუბარი ავთენტიკური არ არის. ვადასტურებ, ხმა ჩემია, მაგრამ სხვადასხვა საუბრებია გაერთიანებული და ეს არის ფაბრიკაცია. ჯანაშია ჩემი მეგობარია, მასზე უფრო კომპეტენტურს არ ვიცნობ ვინმე სხვას, ამიტომ მას მუდამ ვესაუბრები, მათ შორის, ჩემს პირად დაცვაზე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ადვოკატს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთხელ უკვე დაკითხეს. მას შემდეგ კი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან მისი საუბრის კიდევ ერთი აუდიო ჩნაწერი უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნდა. სუს-ის წარმომადგენლემა დაკითხვაზე დაბარების შესახებ უწყება ნიკა გვარამიას გუშინ გადასცეს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნუგზარ წიკლაურის დაკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ერთი მოქალაქე გაიტაცეს