ნიკა გვარამაია: უკრაინის პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და მიიღო უარი სანქციის გაცემაზე

შსს წარმომადგენლის შკირიაკის ჩართვა კურიერში ცხადყოფს, რომ დაპატიმრება აბსოლუტურად პოლიტიკურია, კერძოდ,

🛑 შსს დეპოლიტიზებული უწყებაა და მისი წარმომადგენლის ექსტრემალურად პოლიტიზირებული და აგრესიული ლექსიკა;

🛑 სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ბრალდებულის (თან მტრული სახელმწიფოს მიერ მართულის) წინააღმდეგ ყველაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება სრული ნონსენსია ყველაზე ტრადიციულ დემოკრატიებში, არათუ უკრაინაში. ეს ცხადყოფს, რომ დაკავება პოლიტიკურია და მიზნად ისახავს არა დანაშაულის აღკვეთას, არამედ სააკაშვილის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას და იზოლაციას მწვავე პოლიტიკური პროცესებისგან;

🛑 უძიმეს ბრალდებაზე მასშტაბური ოპოზიციური ფიგურის დაპატიმრება, როცა არ არსებობს არავითარი გადაუდებელი აუცილებლობა (პირველ და მეორე დაკავებას შორის სამი დღე იყო საერთოდ) წარმოუდგენელია სასამართლოს სანქციის გარეშე. ამ ეტაპზე არც ერთი მტკიცებულება, რომ სასამართლოს გაცემული აქვს სანქცია, არ არსებობს. პირიქით, ყველაფერი ცხადყოფს, რომ ამგვარი არაფერი ბუნებაში არაა. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და მიიღო უარი სანქციის გაცემაზე (ჯერ კიდევ ძალიან ახალია ე.წ. იანუკოვიჩის მოსამართლეების ბედი).

 

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი
ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება
შემდეგი სტატიასააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე