10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ნიკა ჩერქეზიშვილი: ვიღაცის უპასუხისმგებლობას ბავშვების მომავალი ეწირება

“50 მილიონი იხარჯება ბავშვების ტრანსპორტირებისთვის მიმკედლებელ სკოლებში. 50 მილიონად რამდენ სკოლას ააშენებდნენ?! ვიღაცის არაკეთილსინდისიერებას, არაკომპეტენტურობას, უპასუხისმგებლობას, არანგარიშვალდებულებას ეწირება ბავშვების მომავალი და ამის ფონზე, როცა ერთმანეთის მიყოლებით დაანგრიეს სკოლები და ვერ აშენებენ, როცა მოსწავლეების 35% შიმშილობს, სასკოლო ფორმები უნდა შემოიტანონ ისიც მშობლების ხარჯზე”,_ განაცხადა გადაცემაში ღია სივრცე “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა  ნიკა ჩერქეზიშვილმა.

ინფორმაციისთვის,”ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ,სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსწავლეები მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიმალაიზიაში ხანძარმა 1000 სახლი გაანადგურა, ხანძრის შედეგად 9 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა
შემდეგი სტატიამეუფე შიო: ჩვენ დღეს ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას, ამისთვის რამდენიმე პირობაა