საბოლოოდ, ნიღბები ჩამოხსნილია. 12 წლის განმავლობაში ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ახორციელებდნენ კრემლის პოლიტიკას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“საბოლოოდ, ნიღბები ჩამოხსნილია. 12 წლის განმავლობაში ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ახორციელებდნენ კრემლის პოლიტიკას, უგულებელყოფდნენ ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებს. მაგრამ რას ფიქრობს ქართველი ხალხი? მათ ნამდვილად სურთ რუსეთთან დარჩენა?” – წერს იუკნევიჩიენე.
შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.