21.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
banner

ნიგერში სამხედრო ამბოხის მცდელობა ჩაახშეს – დაღუპული და დაკავებულია ათობით ჯარისკაცი

ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში სამხედროების ჯგუფმა ამბოხება სცადა, რის შედეგადაც ათობით ჯარისკაცი დაიღუპა და დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამბოხების მცდელობის უკან იდგნენ ახალგაზრდა სამხედროები. მათი უკმაყოფილების მიზეზად დასახელდა „სამხედრო ხუნტის მმართველობის პირობებში შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან ძალადობა“.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიამეის მთავარ აეროპორტში და პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე ინტენსიური სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

„ბრძოლა რამდენიმე საათის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობდა, რამაც უსაფრთხოების ძალებს საშუალება მისცა, თანდათან კონტროლი დაემყარებინათ ვითარებაზე, დაეკავებინათ და გაენეიტრალებინათ დაუმორჩილებელი სამხედროები“, — იუწყებოდა სახელმწიფო ტელევიზია.

ანალიტიკოსებისა და დიპლომატების ცნობით, ნიგერის ადგილობრივ ძალებს ამბოხის წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო მხარდაჭერას რუსეთის „აფრიკის კორპუსი“ უწევდა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს
შემდეგი სტატიატრაგედია საგარეჯოში: სოფელ თულარში 15 წლის გოგონა საქანელაზე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა