ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები სოხუმში ჩავიდა

საინფორმაციო სააგენტო „Апсадгьыл-инфо“-ს ცნობით, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა ფეხბურთში ნიგერიის ეროვნული ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ხვალ ამხანაგურ მატჩს გამართავს ე.წ. აფხაზეთის ნაკრებთან. შეხვედრა გაიმართება სოხუმში „დინამოს“ სტადიონზე.
სააგენტოს ინფორმაციით, 6 აგვისტოს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილით მიმართა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას თხოვნით, რათა ამ უკანასკნელმა შეფასება მისცეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მცდელობას დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიIV მექანიზებულ ბრიგადაში აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს
შემდეგი სტატია2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე, პრეზიდენტი გორში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო