27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ნიგერიაში სკოლის ორმოცდაორი მოსწავლე გაიტაცეს

ნიგერიაში, სკოლაზე თავდასხმის შემდეგ ორმოცდაორი მოსწავლე გაიტაცეს.

მედიის ცნობით, შემთხვევა ბორნოს შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა და თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ისლამისტი მებრძოლები დგანან, რომლებიც აღნიშნულ რეგიონში თავდასხმებს ხშირად აწყობენ.

ადგილობრივი სენატორის განცხადებით, მას სკოლის ხელმძღვანელობამ აცნობა, რომ სასწავლო დაწესებულებიდან 32 მოსწავლე გაიტაცეს, კიდევ 10 მოსწავლე კი სკოლასთან ახლოს მდებარე სახლებიდან.

მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ამის უკან, შესაძლოა, დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ იდგეს.

როგორც „როიტერი“ წერს, ბორნოს შტატი, რომელიც კამერუნს, ჩადს და ნიგერს ესაზღვრება, კვლავ რჩება დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლების კონტროლირებად ტერიტორიად, სადაც ადამიანების გატაცების შემთხვევები ხშირია.

banner
წინა სტატიაშიამერიკამ რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციებისგან გათავისუფლების რეჟიმი აღარ გაახანგრძლივა
შემდეგი სტატიანინო წილოსანი: თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ კონკრეტულ ქსელებში. არის ფასდაკლება და საკმაოდ კარგი ფასი