20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ნიგერიაში ისლამისტი მებრძოლების თავდასხმას, სულ მცირე, 17 პოლიციელი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ იობის შტატში ისლამისტი მებრძოლების თავდასხმას, სულ მცირე, 17 პოლიციელი ემსხვერპლა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით,  თავდასხმის ობიექტი სამხედრო სკოლა გახდა, სადაც პოლიციელების გადამზადება ხდებოდა.

„ოფიცრები, რომლებიც დაწესებულებაში სპეციალიზებულ ოპერატიულ მომზადებას გადიოდნენ, დაიღუპნენ, როდესაც მებრძოლებმა ობიექტზე კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა ნიგერიის პოლიციის წარმომადგენელმა, ენტონი ოკონ პლასიდმა.

ცნობისთვის, ნიგერია, თითქმის ორი ათწლეულია, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ისლამისტურ ამბოხებას ებრძვის. დაჯგუფება ,,ბოკო ჰარამა“ დასახლებებზე თავდასხმებს ხშირად აწყობს.

banner
წინა სტატიაში“თავისა და სახის არეში მირტყამდა”- ქალი ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიათორნიკე ართქმელაძე: ავტოკრატიის პირობებში სიმართლე ჩვენი ერთადერთი იარაღია, ივანიშვილს სივრცეები უნდა წავართვათ!