აღმოსავლეთ ნიდერლანდებში, ქალაქ არნლემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 03:45 საათზე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, შემდეგ კი მიმდებარე შენობებზე გავრცელდა.
სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ მე-18 და მე-19 საუკუნეების ათზე მეტი ისტორიული შენობა უკვე იწვის. სახანძრო სამსახურის ცნობით, ყველა შენობა ხისაა, რამაც ცეცხლის ძალიან სწრაფად გავრცელება გამოიწვია.
პოლიციამ და სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ფართომასშტაბიანი ევაკუაცია დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია დარჩა თუ არა ვინმე ცეცხლმოკიდებულ შენობებში.
ისტორიული ქალაქის ცენტრი დაკეტილია და მოსახლეობას ურჩევენ გამორთონ ვენტილაცია და დახურონ ფანჯრები.