ნიდერლანდმა ალეპოში შექმნილი სიტუაციის გამო ირანისა და რუსეთის ელჩები გამოიძახა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერტ კუნდერსმა რუსეთისა და ირანის ელჩები გამოიძახა დასავლეთ ალეპოში შექმნილი მდგომარეობის გამო – უწყების “ტვიტერ” ბლოგზეა ნათქვამი.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ალეპოდან ევაკუაციის უზრუნველყოფა, ამასთანავე, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა “მკაცრად შეაფასა სიტუაცია”.
გუშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა შეშფოთება გამოთქვა ალეპოში შექმნილი მდგომარეობის გამო. გაეროში აშშ-ს ელჩმა სამანტა პაუელმა მოსკოვს და დამასკოს ჰუმანიტარული დანაშაულებების ჩადენაში დასდო ბრალი.
შეგახსენებთ, რომ დღეის მონაცემებით, ალეპოს 98% სირიის სამთავრობო ჯარებს აქვთ დაკავებული. ალეპოს რამდენიმე კვარტალში დაახლოებით 2 ათასი შეიარარებული ოპოზიციონერია გამაგრებული.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიალეპოში საომარი მოქმედებები აღდგა
შემდეგი სტატიაISIS-მა პალმირაში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისიტემები ხელში ჩაიგდო