27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ნიდერლანდებში რეკორდულ სიცხეს 480-მდე ადამიანი ემსხვერპლა

გასულ კვირას რეკორდულ სიცხეს ნიდერლანდებში დაახლოებით 480 ადამიანი ემსხვერპლა.

reuters-ის ინფორმაციით, 22-დან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდში მაღალი ტემპერატურის შედეგად ძირითადად 80 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები დაიღუპნენ. მათივე ინფორმაციით, შემთხვევათა უმეტესობა ნიდერლანდების სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა, სადაც ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალი იყო.

სიცხის ტალღის დროს ნიდერლანდებში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისთვის, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მეცნიერების თქმით, სიცხის ტალღა, რომელიც ევროპაში 20 ივნისს დაიწყო, კონტინენტზე ყველაზე ინტენსიურია, რაც კი ოდესმე ყოფილა.

banner
წინა სტატიაშიდუშეთში ძაღლის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ომს აგებს, ამიტომ უკრაინაზე ბალისტიკურ დარტყმებს გააძლიერებს