ნიდერლანდებმა თავის კომპანიებს რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა აუკრძალა

ნიდერლანდების მთავრობა ევროკომისიის დასკვნას ეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსული ბუნებრივი აირის შეძენა რუბლებში, სანქციების დარღვევაა. კომპანიებს ეკრძალებათ დაეთანხმონ ამ პირობებს. აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
„ნიდერლანდები ეთანხმება ევროკავშირის შეფასებას, რომ პირობების მიღება, რომელიც მოითხოვს რუბლებში გადახდას, სანქციების დარღვევა იქნება ,“, განაცხადა ნიდერლანდების ეკონომიკის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ევროპამ „გაზპრომს“ რუსული ვალუტით გადაუხადოს. ენერგეტიკულმა კომპანიებმა „გაზპრომბანკში“ ორი ანგარიში უნდა გახსნან, ერთი ევროში ან დოლარში, მეორე კი რუბლებში.

შემდეგ მსესხებელი ახდენს უცხოური ვალუტის კონვერტაციას, მაგრამ კომპანიები ვალისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაზპრომი რუბლებში მიიღებს გადასახადს.

„ევროკომისიის შეფასებით, ეს იქნება სანქციების დარღვევა“, – წერს Bloomberg-ი

„ნიდერლანდების მთავრობა ეთანხმება ევროკომისიის დასკვნას. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ჰოლანდიურ კომპანიებს ეკრძალებათ დაეთანხმონ ამ პირობებს“, – განუცხადა Bloomberg-ს სანდო წყარომ.

banner
წინა სტატიაშირუსულ ჯარში ისე კვდებიან, მათ სხეულსაც კი არ იღებენ – დამპყრობლები ნათესავებს აფრთხილებენ, არ წავიდნენ საბრძოლველად უკრაინაში
შემდეგი სტატიაგერმანიის პოლიტიკას ყოველთვის არ ვეთანხმებით, მაგრამ უკრაინას მასთან ურთიერთობის გამწვავება არ სურს – კულება