ნიდერლანდებმა ინდოეთიდან ფრენები შეაჩერა, ბანგლადეშმა საზღვარი დაკეტა

ნიდერლანდებმა ინდოეთში რთული კოვიდ-სიტუაციის გამო, ორშაბათიდან, დილის 06:00 საათიდან ფრენები შეაჩერა – ჰოლანდიის ტრანსპორტის მინისტრმა თქვა – “ალ-ჯაზირა” წერს. აკრძალვა არ შეეხება სავაჭრო და სამედიცინო ტვირთებს.

ბანგლადეშმა ინდოეთთან სახმელეთო საზღვარი დაკეტა, აკრძალვა ძალაში დარჩება ორი კვირა.

ინდოეთში ტაილანდის საელჩომ დღეს დილით განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ტაილანდში გასამგზავრებელი დოკუმენტების გაცემას წყვეტს.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კოვიდ-19-ით ინფექცირების 352,991 შემთხვევა დაფიქსირდა ოფიციალურად, გარდაცვლილია 2812 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე – კვლევის მიხედვით, კორონავირუსის ინდური ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინა ეფექტურია
შემდეგი სტატიასუს-ის ანგარიში – ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, რატომ წაიშალა 20 ივნისის ჩანაწერები