27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის მრევლს შიო III აღსაყდრებას ულოცავს

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

საქართველოში ულოცავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, შიო III აღსაყდრებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი 11 მაისს აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) ჯვარ-პანაღია და კვერთხი. ასევე, პატრიარქის აღსაყდრების ძირითადი ნაწილის ბოლოს, ახალარჩეულ პატრიარქ შიო III-ს დაადგეს უძველესი საპატრიარქო მიტრა.

banner
წინა სტატიაშიბავშვებისა და ახალგაზრდების დასაცავად ევროკავშირი სოციალური მედიის ბიზნეს-მოდელების დასარეგულირებლად მუშაობს
შემდეგი სტატიამეუფე საბა: მისი უწმინდესობა აპირებს, მიმართოს ყაველაშვილს პატიმრების შეწყალებაზე