ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა – შეშფოთებული ვარ შექმნილი ვითარებით და მისი გავლენით მოსახლეობაზე

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ეწვია. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

„მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ქ-ნი ქეით ფიერონი მიესალმა ბ-ნ ბლოკს და ნიდერლანდების დელეგაციას სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ახლოს მდებარე სოფელ ოძისში. ქ-მა ფიერონმა მიმოიხილა მისიის მანდატი, ოპერაციები და დაკვირვებები, სადაც ხაზი გაუსვა მისიის ხელშეწყობით ოპერირებადი ცხელი ხაზის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ყველა მხარეს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებაში, ადგილზე უსაფრთხოების დასარეგულირებლად“, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციაში.

მისივე ცნობით, მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების ხელისუფლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი გაწეული მუდმივი წვლილისა და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, ვიზიტის დროს სტეფ ბლოკი ასევე შეხვდა მისიაში მომუშავე ნიდერლანდელ დამკვირვებლებს და მადლობა გადაუხადა მათ და ზოგადად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რეგიონალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დადებითად შეაფასა მისიის განუწყვეტელი ძალისხმევა მონიტორინგისა და ანგარიშგების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც ასევე მოიცავს მისიის მიერ ახალი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას.

„მე შეშფოთებული ვარ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარებით და მისი გავლენით ადგილზე მყოფ მოსახლეობაზე. ამრიგად, მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისი, როგორც სადამკვირვებლო მისიის გადამწყვეტი როლის შესრულებაში და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენაში“, – განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ​მა სტეფ ბლოკმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე – მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!