საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის, ტომ ბერენდსენი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.
„ნიდერლანდების სამეფოს სახელით მინდა, გულწრფელად მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მგლოვიარე ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა ქართველ ხალხს თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე უწევდა სულიერ წინამძღოლობას და რწმენისა და ერთიანობის დედაბოძის როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიის ტურბულენტურ პერიოდებში. ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდნენ მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო.
ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია ბერენდსენის სამძიმარში.















