ნიდერლანდების პრემიერმა ლოკდაუნის შეზღუდვების მოხსნის გამო ბოდიში მოიხადა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ აღიარა, რომ მთავრობამ შეცდომა დაუშვა და ნაადრევად მოხსნა კორონაპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები – ორშაბათს, 12 ივლისს თქვა. “ის, რაც გვეგონა, რომ შესაძლებელი იყო პრაქტიკაში, შეცდომა გამოდგა. ჩვენ შეცდომა დავუშვით და ვნანობთ ამის გამო და ბოდიშს ვიხდით”- პრემირმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რიუტემ, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას ასრულებს, ასევე, ბოდიში მოიხადა პარასკევს ჩატარებული “ცუდი პრეს-კონფერენციის” გამო, რომლის დროსაც ჯანდაცვის მინისტრმა უგო დე იონგმა და თავად ყური არ დაუგდეს კრიტიკას შეზღუდვების ნაადრევად მოხსნის შესახებ.
მინისტრები თვლიდნენ, რომ გადაწყვეტილება იმ ინფორმაციის ადეკვატური იყო, რაც მათ ექსპერტებისგან ჰქონდათ.

გასულ შაბათ-კვირას ნიდერლანდებში ხელახლა შემოიღეს რამდენიმე კოვიდ-შეზღუდვა, იმისათვის, რომ პანდემიის აფეთქება აიცილონ თავიდან – ღამის კლუბების გახსნის შემდეგ დაავადებულთა რაოდენობის ზრდა შესამჩნევი გახდა.
შაბათს ნიდერლანდებში კოვიდ-19-ით დაავადების შემთხვევები ყველაზე მაღალი იყო დეკემბრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა გერმანიისგან 1,5 მილიონ დოზა კოვიდ-ვაქცინას მიიღებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის ვიქტორია ჰორვატს მადლობა გადაუხადა