ნიდერლანდების ელჩი: შეშფოთება გამოვთქვი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე 5 ივლისს მომხდარი ძალადობის გამო

შეშფოთება გამოვთქვი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე 5 ივლისს მომხდარი ძალადობის გამო, – აცხადებს საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი შს სამინისტროში გუშინ გამართული შეხვედრის შეფასებისას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დიპლომატებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე მე დიდი შეშფოთება გამოვთქვი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე 5 ივლისს „თბილისი პრაიდზე“ განხორციელებული ძალადობისა და არასაკმარისი დაცვის გამო.

მოვითხოვეთ ყველას, მათ შორის ლგბტ საზოგადოების, ჟურნალისტებისა და დაუცველი უმცირესობების დაცვა“, – წერს მააიკე ვან კოლდამი „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი: ოპოზიციის ნაწილს არანაირი სურვილი და მიზანი არ გააჩნია ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა
შემდეგი სტატია#ლექSOSთვის | რეგიონული არხები 15:00 საათზე მაუწყებლობას გათიშავენ