ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებითა და ჯავშანტექნიკით დაეხმარება

ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებითა და ჯავშანტექნიკით დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი, მარკ რიუტე აცხადებს. ამბავს „ევროპული სიმართლე“ იუწყება.
მისი თქმით, ამასთან ერთად, დამატებითი მძიმე ტექნიკის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები, კიდევ მიმდინარეობს.

„ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა და მე გამოვთქვით მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის ახალი შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით.

ნიდერლანდები უკრაინას უფრო მძიმე აღჭურვილობას, მათ შორის ჯავშანტექნიკას მიაწვდის. მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ დამატებითი მძიმე ტექნიკის მიწოდების შესაძლებლობასაც“, – დაწერა რუტემ Twitter-ზე.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე დაავადება აქვს, რომლებიც ერთმანეთს ართულებს – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
შემდეგი სტატიააგრარულ საკითხთა კომიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს