ნიცშესთან მოპაექრეს ,,ყვარყვარეს,, ავტორი არ ცოდნია…

ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, შალვა ნათელაშვილი ყვარყვარე თუთაბერს შეადარა… და ამ შედარებისას, ქართველი დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის ნაწარმოები ,,ყვარყვარე თუთაბერი,, ჯავახიშვილის ქმნილებად მოიხსენია…
“… იგივე რიტორიკა, იგივე დამოკიდებულება, რასაც გინდა, იტყვის, ტიპიური ყვარყვარეა, ოღონდაც არ დაგავიწყდეთ, ყვარყვარე არ არის მარტო ეს კომიკური ტიპაჟი, რომელ როლსაც ეს [შალვა ნათელაშვილი] კარგად ასრულებს. ის, რაც რეალურად ჯავახიშვილმა ჩადო ყვარყვარეში, არ დაგვავავიწყდეს, რომ ამაში დიდი სიბოროტეცაა ჩადებული. ”

ეს შედარება სოციალურ მედიაში ფართო განხილვისა და ივანიშვილის მიმართ უსიამვნო ეპითეტების საგანი გახდა…

“გრძნობს ვინ მოუღებს ბოლოს პოლიტიკურად და ამიტომ ამოხტა ფეხსაცმელებიდან. ისე მეგობრული რჩევა რაც,ნაკლებს ინერვიულებს ხელისუფლებაში ლეიბორისტული პარტიის მოსვლაზე მით ნაკლებ სისულელეს იტყვის მაგალითად რომ, თურმე ყვარყვარე თუთაბერი, ჯავახიშვილს დაუწერია,პოლიკარპე კაკაბაძეს კი ჯაყოს ხიზნები შეუქმნია. ვიზიარებ!!!”-ასე გამოეხმაურა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი იძინა ივანიშვილს.

https://youtu.be/ReyH5oktBB8

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის წინადადება ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯია
შემდეგი სტატიანიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს