ნიცაში ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი არაოფიციალური ღონისძიება გაიმართა

ნიცაში ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი არაოფიციალური ღონისძიება გაიმართა

5 (1)ნიცაში ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი არაოფიციალური ღონისძიება გაიმართა. აქციის ორგანიზება სოციალურ ქსელებში მოხდა. სცენაზე, სადაც, როგორც წესი ორკესტრი უკრავს, იმპროვიზირებული მემორიალი დგას, სადაც წინასწარი შეთანხმებით, თეთრებში გამოწყობილი ხალხი მიდის და ყვავილები მიაქვს.
აქცია, გარკვეულწილად, იმ ოფიციალური ცერემონიის პასუხია, რომელშიც მონაწილეობა საფრანგეთის პრემიერმა მიიღო და რომელსაც სტვენით შეხვდნენ.
შეგახსენებთ: ნიცის ტერაქტი 14 ივლისს მოხდა. იმ დღეს ტერორისტმა ავტომანქანით ინგლისურ სანაპიროზე მყოფ ხალხს გადაუარა, 85 ადამიანი, მათ შორის ათობით ბავშვი მოკლა.

banner
წინა სტატიაშიSky News-ის გამოძიებით უკრაინიდან ევროპაში დიდი რაოდენობით იარაღი გაედინება
შემდეგი სტატიაზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი სარდაფში მძინარე იპოვეს