ნიცაში პოლიციელებმა ქალს ბურკიანი საცურაო კოსტუმის გახდა აიძულეს

შეიარაღებულმა პოლიციელებმა ნიცაში რამდენიმე ხნის წინ შემოღებული კანონით იმოქმედეს, რომელიც “ბურკინის” (ბურკიანი საცურაო კოსტუმის) გამოყენებას კრძალავს.
ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები ნიცას ინგლისური სანაპიროდან, სადაც ჩანს, თუ როგორ დგანან შეიარაღებული პოლიციელები მუსლიმურ საცურაო კოსტუმში გამოწყობილ ქალთან, რომლის შემდეგაც ის იხდის თავისი ჩაცმულობის ზედა ნაწილს და მაისურში ზის – “ბიბისი” წერს.

როგორც გარდიანმა გაავრცელა, ამალოგიური ინციდენტი კანშიც მოხდა.

ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთის შვიდი ქალაქის მთავრობებმა, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებიდან გამომდინარე, სანაპიროებზე დახურული საცურაო კოსტუმით გამოჩენა აკრძალეს.

banner
წინა სტატიაში”საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს
შემდეგი სტატიაამერიკელი მწერლის ტრუმენ კაპოტეს ფერფლს აუქიონზე გაიტანენ