ნიცაში ოთხ ქართველს ეძებენ

news
ავტ.: news ივლისი 15, 2016 12:28

ნიცაში ოთხ ქართველს ეძებენ

საფარნგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონეს ინფორმაციით, საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულ ცხელ ხაზზე მხოლოდ ერთი შეტყობინება შევიდა.

ეკა სირაძე-დელონეს განცხადებით , საელჩო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასულია.

„ჩვენი ინფორმაციით ტერაქტის შედეგად საქართველოს არც ერთ მოქალაქე არ დაშავებულა. ამ დროისთვის ჩვენს ცხელ ხაზზე შემოსულია ერთი ზარი, ახლობლები ეძებენ ოთხ ადამიანს, რომლებიც წარმოშობით ქართველები, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქეები არიან“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველოს საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის შსს-სთან იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა.

news
ავტ.: news ივლისი 15, 2016 12:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics