ნიცაში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია. დაშავებულთაგან 18 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგნელმა განაცხადა.

გარდაცვლილთა შორის არიან საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, რუსეთის და ავსტრალიის მოქალაქეები.

გვიან ღამით ქალაქ ნიცას სანაპიროზე ხალხში სატვირთო მანქანა შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივები ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ფოიერვერკს ადევნებდნენ თვალს. სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციამ მოკლა, მოგვიანებით მანქანაში იარაღი აღმოაჩინეს. სააგენტო “ფრანს პრესის” ინფორმაციით, მანქანაში 31 წლის ტუნისელი წარმოშობის ადგილობრივის საბუთები იპოვეს.

პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარ თავდასხმას ტერაქტი უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდება. ნიცაში გაუქმებულია ყველა საჯარო ღონისძიება, დახურულია პლიაჟები. ქუჩებაში სამართალდამცველები პატრულირებენ

banner
წინა სტატიაშიინტერპარტიული ჯგუფი სარეკლამო დროის შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
შემდეგი სტატიამამაკაცი, რომელიც ნიცაში ხალხის მასაში სატვირთო ავტომობილით შევარდა, ლიკვიდირებულია