ნიცას ტრაგედიის ხუთ შესაძლო თანამზრახველს ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის პროკურატურამ ნიცას ტრაგედიის ხუთ შესაძლო თანამზრახველს ბრალი წაუყენა. სასამართლოს წინაშე წარსდგენიან ოთხი მამაკაცი და ერთი ქალი, მათი ასაკია 22-დან 40 წლამდე. მათ შორის სამი ტუნიზიდან არის, ბრალი შემდეგნაირად არის ფორმულირებული: “მკვლელობა, რომელიც ტერორისტების ჯგუფის მიერ იქნა ჩადენილი”.
კიდევ ორ ალბანელ ქალს და მამაკაცს “ტერორისტულ ჯგუფში იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში” ედებათ ბრალი. გამოძიების ვერსიით, მათი დახმარებით შეიძინა 31 წლის ბულელმა იარაღი, რომელმაც ნიცაში ჯერ სატვირთოთი გადაუარა შეკრებილ ხალხს, შემდეგ კი იარაღიდან გახსნა ცეცხლი.
ხუთივეს ბრალი ედება იამში, რომ მათ ასე თუ ისე ხელი შეუწყვეს ტერორისტს თავდასხმა განეხორციელებინა, რომელსაც ის დიდი ხანი და საგულდაგულოდ გეგმავდა.

ნიცას თავდასხმის დროს მოჰამედ ბულელმა 84 ადამიანი მოკლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. სატვირთოს მძღოლი პოლიციამ ჩაცხრილა მანქანაში.
“ისლამურმა სახელმწიფომ” ბულელს საკუთარი “ჯარისკაცი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიეუთო თურქეთს დამკვირვებლების გაგზავნაზე ნებართვას სთხოვს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: გვერთმევა შესაძლებლობა, დამატებითი სარეკლამო საშუალებები შევიძინოთ