ნიცას ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

ნიცაში მომხდარ ტერაქტზე პასუხიმდგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო – Reuters-ი ბოევიკებისადმი ლოიალურად განწყობილ სააგენტო Amaq-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, გვიან ღამით ნიცაში სატვირთომ ხალხს გადაუარა, რომლის შედეგადაც დაღუპულია 84, მათ შორის ათამდე ბავშვი.

მანქანას საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით ტუნიზელი მოჰამედ ბულელი მართავდა. ის პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს.
მომხდარი შეფასებულია როგორც ტერორისტული აქტი. მომხდარზე, ჯერჯერობით, პასუხისმგებლობა არავის აუღია.
ფრანსულა ოლანდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 50 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

დღეს საფრანგეთში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშითურქეთის გენშტაბი: გადატრიალებისას დაღუპულია 104 ამბოხებული
შემდეგი სტატიათბილისის სპორტის სასახლეში „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ რიგით მეოთხე ყრილობა იმართება.