(video) ნიცას სამგლოვიარო ცერემონიაზე საფრანგეთის პრემიერს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ

https://www.youtube.com/watch?v=Ups9guic56g&feature=youtu.be

5საფრანგეთის მთავრობის მეთაურს, მანუელ ვალსს ნიცაში, სამგლოვიარო ცერემონიაზე სტვენით შეხვდნენ.
ვალსი სანაპიროზე მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, საერთო ეროვნულ წუთიერი დუმილის ცერემონიაზე იღებდა მონაწილეობას. როცა ვალსი და მისი თანმხლები პირები გამოჩნდნენ, ხალხი მათ სტვენით და ხმაურით შეხვდა.
ზოგიერთი პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდებდა, ასევე სკანდირებდნენ “სირცხვილი”, “მკვლელი”.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ვალსის კორტეჟის გაცილებაც ხმაურიანი იყო.

დღეს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი გამოკითვის მიხედვით, ფრანგების 67% თვლის, რომ ქვეყნის პრეზდენტი და პრემიერი მოქალაქეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ და ისინი ტერორიზმთან ბრძოლაში უუნაროები არიან.

შეგახსენებთ, რომ ნიცაში ტუნისელმა საფრანგეთის მოქალაქემ მოჰამედ ლაუეჟ ბულელმა, ნიცას ინგლისურ სანაპიროზე სატვირთო მანქანით ხალხს გადაუარა. დაიღუპა 84, 50 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავდა 200-ზე მეტი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

https://www.youtube.com/watch?v=Ups9guic56g&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშითქვენ გიგის ადვოკატი ხართ თუ მტერი”- გიგი უგულავას საქმის განხილვა ხმაურის ფონზე
შემდეგი სტატია„ფოთისა და ანაკლიის საზღვაო ზოლის სიახლოვეს რუსული სამხედრო ხომალდი უკანონოდ შემოვიდა”