6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

“ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან”- დავით მათიკაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება მოითხოვა.

„მათ ჩაიდინეს დანაშაული, დიდმა ნაწილმა ეს აღიარა და მოითხოვა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ბულინგს, ეს ის სამწუხარო მოცემულობაა, რომელსაც ჩვენ არაერთგზის ვაწყდებით ოპოზიციურ ფლანგზე. ისინი საკუთარ თანამებრძოლებსაც არ ინდობენ და მუდმივად ესხმიან თავს, როგორც კი რომელიმე მათაგანი სიმართლეს ხაზს გაუსვამს ან დაწერს იმ რეალურ ფაქტს, რომელიც საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. თუმცა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის 4 ოქტომბრის მონაწილე პირთა დანაშაულებრივი ქმედებებიც და ის შინაარსიც იმ აღიარებისა და დანაშაულის ხმამაღლა თქმისა, რომელიც მათ ჩაიდინეს 4 ოქტომბერს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პაატა ბურჭულაძის ციხიდან წერილი 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“.

banner
წინა სტატიაში“არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არ განვიხილავ!”- ირაკლი ნადირაძე
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ციხეებში გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა, საკვების ხარისხი, აკრძალეს “ფლეშკებით” ფილმების შემოტანა