20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ნია მჭედლიშვილმა, გივი, გიორგი ქართველიშვილმა და ლევან ყურაშვილმა დღეს დაარეგისტრირეს ორგანიზაცია: “ეროვნული თაობა”

ნია მჭედლიშვილმა, გივი, გიორგი ქართველიშვილმა და ლევან ყურაშვილმა დღეს დაარეგისტრირეს ორგანიზაცია: “ეროვნული თაობა”. სიმბოლურია, რომ იურიდიული მისამართი მოსკოვის გამზირია.

,,წესდებაში უწერიათ, საზოგადოების ცნობიერებას ავამაღლებთ – ენის, კულტურის, ისტორიის, რწმენის მიმართულებითო. განსაკუთრებული სწორება ახალგაზრდებზე აქვთ.

ანუ ე.ი. ცოტნე ივანიშვილი რა შეკრებებზეც დადის ხოლმე, ეგ და ვარლამ ლიპარტელიანი უვარგისები გამოდგნენ და მათ ფუნქციებსა და მოვალეობებს, აწი ჩვენ მივხედავთო.

ოღონდ: ძალადობით, მუშტით, კრივით, თავ-პირის დალეწვით და მუქარებითო” – წერს სალომე სიმონია სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სიწმინდეების დასაცავი მოძრაობა – “ეროვნული თაობა” დააფუძნა, რომელსაც ოცნების პროპაგანდა “სახალხო მოძრაობად” მოიხსენიებს. საინიციატივო ჯგუფმა განაცხადი იუსტიციის სახლში დღეს შეიტანა.

გიორგი ქართველიშვილი ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, ჟანა აკოფაშვილის ქმარია. ის რუსთავი 2-ში გადასვლამდე მთავარი არხის ჟურნალისტი იყო. ქართველიშვილს კი აქტივისტები ტიტუშკების მობილიზებაში ადანაშაულებენ. რამდენიმე დღის წინ ოცნების პროპაგანდისტული მედია მას აქტივისტ და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე “თავდამსხმელის მეგობრად” მოიხსენიებდა და მის დასაცავად იყენებდა.

banner
წინა სტატიაშიგალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მეტროპოლ ორთაჭალის“ პროექტი ხორციელდება