NGO-ებმა სასამართლოს ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა “ნამახვანჰესის” მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს. ისინი ითხოვენ, რომ ვიდრე კომპანია “ენკასა” და მოსახლეობას შორის სამართლებრივი დავა არ დასრულდება მშენებლობა არ გაგრძელდეს.

“კომპანია და სახელმწიფო ერთი გზავნილებით პოზიციონირებენ. პრობლემა ჩვენ გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც არ იცავს სახელმწიფო ინტერესს და ცდილობს ეს საკითხი ისე წარმოაჩინოს თითქოს, ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ ჩვენ ვორგანიზდებით ეროვნული ინტერესის დასაზიანებლად, ან გეოპოლიტიკური საკითხების გასამწვავებლად.

მაშინ განაცხადოს ეკონომიკის მინისტრმა, რატომ არ შეიძლება, რომ სასამართლოში გადაწყდეს ეს საკითხი, დავის დასრულებამდე მშენებლობა იურიდიულად შეჩერდეს.

ამის ნაცვლად, მან გასცა რაღაც დაპირება გარკვეული დროით შეჩერებაზე, კომპანიამ განაცხადა, რომ ესეც არ იყო შეჩერებული, ეს პერიოდი ისინი მაინც მუშაობდნენ”,- თქვა სოციალური სამართლიანობის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, თათული ჭუბაბრიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაამირან გულუაშვილი – წარმოდგენილი იქნება უტყუარი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ნიკანორ მელიას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას