NGO-ების წარმომადგენლები სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

კობახიძის სუს-ში მისვლის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვების სერია დაიწყო. ამ წუთებში დაკითხვაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის” და “ანტიკორუფციული საბჭოს” დამკვირვებლები იმყოფებიან.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კახა ლომთათიძე არის დაბარებული გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, რომელიც ახორციელებდა დაკვირვებას არჩევნებზე და არ ვიცი კონკრეტულად რა საკითხზე არის დაბარებული”, – ამბობს კახა ლომთათიძის ადვოკატი.

ოპოზიციონერები რევოლუციური სცენარით მოქმედებაში მამუკა მდინარაძემაც დაადანაშაულა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ წინასწარ იცოდა, ვინ და რომელ უბანზე იქნებოდა არჩევნების პროცესში ხელის შემშლელი.

“ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია რასაც დღეს უსაფრთხოების სამსახური იძიებს. მათ შორის ირაკლი კობახიძემ მიუთითა წყაროს შესახებაც, მიუთითა დეტალურად სახელი და გვარები ვინ იღებს ამ დესტრუქციის მცდელობაში მონაწილეობას დანარჩენი მათი გადასაწყვეტია”, – ამბობს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიმათიკაშვილი – პატარა პროცენტის მქონე პარტიების პოზიცია ცოტა უცნაურია
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ქართველების მკვლელ ტრაპიზონიანს სომეხი ბოევიკები ყარაბაღში მიჰყავს