NGO-ები: შეჩერდეს მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი… პროცესს ჩამოშორდეს იუსტიციის მინისტრი

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მთავარი პროკურორის მოქმედი წესით შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოქმედი წესით მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში დიდია იუსტიციის მინისტრის როლი, რაც თანამდებობაზე დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის შანსებს ამცირებს.
როგორც კოალიციის წევრი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რამდენიმე თვეში საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, პროკურატურა ყალიბდება სამთავრობო კაბინეტისგან დამოუკიდებელ ორგანოდ. ამდენად კოალიციის პოზიციით, საჭიროა ახლა მთავარი პროკურორის არჩევა მოხდეს უკვე რეფორმირებული, ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი წესით.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას:

– შეჩერდეს მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი.
– განხორციელდეს ძირეული ცვლილებები მთავარი პროკურორის შერჩევის წესში.
– პროცესს ჩამოშორდეს იუსტიციის მინისტრი.

banner
წინა სტატიაშისარალიძე გახარიას დღეს შეხვდება
შემდეგი სტატიათადუმაძე დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“ – მესამე სექტორი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობას ითხოვს