NEXTA: ბელარუსული ბატალიონის მეთაური, უკრაინის მხარეს მებრძოლი ივან მარჩუკი ლისიჩანსკში მოკლეს

ბელარუსული ბატალიონის, “ვოლატის” 6 მებრძოლს, რომლებიც უკრაინის დასაცავად იბრძოდნენ, ლისიჩანსკის ბრძოლის შემდეგ, ამ დრომდე ეძებენ.

მათ შესახებ მედიაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. მათ შორის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ნაწილი ადგილზე დაიღუპა, ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს.

ბელარუსელ მოხალისეებს შორის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური ივან მარჩუკია.

ბელარუსული გამოცემა NEXTA კი იუწყება, რომ მარჩუკი ლისიჩანსკის ბრძოლის დროს, 26 ივნისს მოკლეს.

banner
წინა სტატიაში“სანქციების თემა ენმ-ის ერთ-ერთი სპეკულაციაა… ყველაზე ანტიევროპული პარტია არის ზუსტად ენმ​​​​​​​” – თალაკვაძე
შემდეგი სტატიაცერცვაძე – ველოდები, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება და პიკს მიაღწევს შემოდგომაზე, უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი