The New York Times- დავით საყვარელიძე დაუყოვნებლივ აღადგინოს თანამდებობაზე

უკრაინა დღევანდელი სახით კორუფციულ ჭაობს გავს, პრეზიდენტი პორშენკო კი იყო და დარჩა ძველი ეპოქის პროდუქტად – The New York Times-ი წერს სტატიაში, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა.
უკრაინის ლიდერი დონბასის ამბოხებულებთან იბრძვის, მის მდგომარეობას კიევის სიტუაცია ამძიმებს, რადგანაც, არსენ იაცენიუკის მთავრობა „თმის ღერით“ კიდია – წერს გამცემა.
The New York Times-ის თქმით, პოროშენკო კორუფციას გადასახურდავებელ მონეტასავით იყენებს პოლიტიკური მანიოვრირებისათვის სივრცის შესაქმნელად. პრეზიდენტმა, პრემიერმა და უკრაინის პარლამენტმა უნდა გაიგონ, რომ ქვეყნის შიდა პროდუქტს მხოლოდ დონორები ქმნიან, მათ შორის აშშ, და უკვე შეუძლებელია „კორუმპირებული ჭაობის ნიჩბით ამოთხრა“, თუკი ქვეყნის ხელმძღვანელობა დემოკრატიული მიმართულების ფორმირებას არ დაიწყებს, რომელსაც უკრაინელები პროტესტის განმავლობაში ითხოვდნენ – თვლიან სტატიის ავტორები.
უკრაინის ლიდერმა, გამოცემის თანახმად, არ უნდა მისცეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, სადამკვირვებლო უწყების ყოფილი შეფის, ვიქტორ შოკინის დანიშვნვნის უფლება. New York Times-ი ასევე რეკომენდაციას აძლევს პოროშენკოს, გენპროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე დაუყოვნებლივ აღადგინოს თანამდებობაზე და გენპროკურორის თანამდებობაზე საზოგადოებრივი დისკუსია დაიწყოს, რომ ამით მიანიშნოს, რომ მთავრობა უწყების რეფორმირებას უჭერს მხარს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინის დაფინანსება მხოლოდ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ განახლდება. 28 მარტს პოროშენკომ საკუთარი ფრაქციის დეპუტატებს მოუწოდა, აშშ-სგან 1 მილიარდი დოლარის და მსოფლიო ბანკისგან 3 მილიარდი ტრანშის გარანტიების მისაღებად, ახალი მთავრობა ჩამოაყალიბონ.

banner
წინა სტატიაშიპარიზში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
შემდეგი სტატიათსუ-ს აკადემიური საბჭო 15 მაისს გადადგება