The New York Times-სირიაში ქიმიური იარაღი შესაძლებელია ჩრდილოეთ კორეადან შედიოდეს

შესაძლებელია ჩრდილოეთ კორეა ამარაგებდეს სირიის ხელისუფლებას ქიმიური იარაღით – ამის შესახებ გაეროს ექსპერტების მოხსენებაზე დაყრდნობით The New York Times-ი წერს. გაზეთის მონაცემებით, სირიის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეადან შეჰქონდათ მჟავაგამძლე ფირფიტები, სარქველები და თერომეტრები. კომპონენტები სირიაში შედიოდა 2012-დან 2017 წლებში სხვა ტვირთთან ერთად, რომელზეც ადრე არ იყო ცნობილი. ისინი თითქოსდა შეიცავდნენ ბალისტიკური რაკეტის ნაწილებსა და კომპონენტებს, რომლიც, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო მიზნებისთვის.

მოხსენების თანახმად, ამის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის იანვარში, როცა ფხენიანიდან სირიაში მომავალი გემი დააკავეს. მასალების მიწოდებას ანხორციელებდა სირიული სახელმწიფო კომპანია Metallic Manufacturing Factory ჩრდილოეთკორეულ Mining Development Trading-თან ერთად, გარდა ამისა, სირიაში რამდენჯერმე იყვნენ ჩრდილოეთ კორეელი ექსპერტები იმ ობიექტებზე, სადაც სარაკეტო მოწყობილობებს ამზადებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სირიაში სავარაუდოდ, ისევ გამოიყენეს ქიმიური იარაღი, კერძოდ, კი, საუბარია აღმოსავლეთ გუტაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ის მზად არის სირიაში ქიმიური იარაღის საწყობები დაბომბოს, თუკი მისი ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდება.

ოფიციალური დამასკო აცხადებს, რომ მას არასდროს გამოუყენებია ქიმიური იარაღი.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება შეშინებულია და მწყობრი უსაფრთხოების პოლიტიკა არ აქვს მთავრობას
შემდეგი სტატიაამერიკული სამხედრო ეკიპაჟი 7 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენისას გაიყინა