New York Times-მა ამერიკის მთავრობას იარაღის გაყიდვის შეზღუდვისკენ მოუწოდა

New York Times-მა ამერიკის მთავრობას იარაღის გაყიდვის შეზღუდვისკენ მოუწოდაამერიკულ გამოცემა New York Times-ის პირველ გვერდზე უკანასკნელი 95 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა სარედაქციო სტატია. მასში ნათქვამია, რომ კალიფორნიის შემთხვევის შემდეგ მთავრობამ იარაღის გაყიდვაზე შეზღუდვა უნდა დააწესოს.
სტატიის “ამერიკაში იარაღის ეპიდემია უნდა მორჩეს” ავტორები ამერიკელ პოლიტიკოსებს ბრალს სდებენ იმაში, რომ იარაღის გაყიდვას ლობირებენ იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვან.
“ის ფაქტი, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ლეგალურად იყიდონ იარაღი, განკუთვნილია ადამიანების სწრაფი და ეფექტური მოკვლისთვის – ეს მორალური დანაშაული და ეროვნული სირცხვილია” – ნათქვამია სტატიაში.

banner
წინა სტატიაშინორვეგიულმა გაზეთმა შემთხვევით თოვლის ბაბუას ნეკროლოგი გამოაქვეყნ
შემდეგი სტატიაუკრაინამ ინალ არძინბაზე და ვლადისლავ სურკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა… (VIDEO)