აშშ კუბის ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას ვენესუელის სცენარით გეგმავს.
ინფორმაციას New York Times თეთრი სახლის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტრამპთან დაახლოებულ წყაროებს მიაჩნიათ, რომ მან შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს კასტროს ხელში ჩაგდების მცდელობას. მიუხედავად ამისა, მოსაუბრეთა აზრით, თავად მუქარაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ჰავანაზე ზეწოლისთვის.
NYT-ის ცნობით, იანვრის ბოლოს თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ნება დართო ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებსაც კუბაში ნავთობი შეაქვთ. მან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა იმ საფრთხის გამო, რომელიც თითქოს იქიდან ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებას. მას შემდეგ ქვეყანა საწვავის კრიზისს განიცდის, რომლის დაძლევაშიც მას რუსეთი დაეხმარა, ასი ათასი ტონა ნავთობის ოდენობის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით.
“მაღალჩინოსნებს სურთ, სულ მცირე, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ვენესუელის სცენარი კვლავ გაათამაშონ“,- აღნიშნა NYT-მა.















