ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, პროგრესირებს, კვლავ საყურადღებო რჩება კვებითი თერაპიის პრობლემა – ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას” ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, აუცილებელია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია სათანადო კლინიკაში.

როგორც ჯიშკარიანმა კლინიკა “ვივამედში” სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლავ პრობლემაა მისი კვებითი თერაპიის სრულად აღდგენა. “კვლევების საჭიროება თანდათანობით გამოიკვეთა, გარკვეული კვლევები დღესაც მოვითხოვეთ, შემდგომში აუცილებლად მიგვაჩნია მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია შესაბამის კლინიკაში. სულ რომ აქ იყოს “მეიოს კლინიკა” ასეთი პროვოკაციული ელემენტები რომ იქნება საავადმყოფოსა და ციხეში, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. ვგულისხმობ კლინიკა “ვივამედში” ჟურნალისტების შეურაცხყოფას. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კვლევები შეთანხმებულად ტარდება, ჩვენ გამოვთქვით გარკვეული მოსაზრებები და თანხმობა მივიღეთ, ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ “ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, პროგრესირებს”.

“ასევე, კვლავ საყურადღებო რჩება კვებითი თერაპიის პრობლემა. ორგანიზმის ფუნქციონირების შენარჩუნება ხდება ხელოვნურად მიწოდებით, იქნება ეს საკვები დანამატი, მიკროელემენტი თუ გარკვეული მკურნალობა, ეს ნორმა არ არის. ნივთიერებათა ცვლა უნდა აღდგეს იმ დონეზე, რომ ორგანიზმმა საკვების სახით გარკვეული პროდუქტები მიიღოს და ორგანიზმმა მოახდინოს ფუნქციონირება თვითრეგულაციის რეჟიმში”,-განაცხადა ჯიშკარიანმა.

წინა სტატიაშირეალურად საქართველო და მისი ხელისუფლება დღეს ორმხრივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება – ხუნდაძე
შემდეგი სტატიაპირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში ოპოზიციონერები – ატალახებული აქვთ მისი კარი და სახელმწიფოს როცა სჭირდება, ნუ მაიმუნობენ – ელისაშვილი