ნეთანიახუმ უარყო, რომ ის მეუღლემ მანქანიდან ჩაადგო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბინიამინ ნეთანიახუს მეუღლეს პრემიერი ოფიციალური კორტეჟის მანქანიდან არ ჩაუგდია – ამის შესახებ დღეს მთავრობის ხელმძღვანელმა სასამართლოზე განაცხადა – გაზეთი Haaretz-ი წერს.
“ყველაფერი, რაც ითქვა, ტყუილია. ყველას, ვინც იცის კორტეჟის უსაფრთხოების პროტოკოლი, ესმის, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია მომხდარიყო” – თქვა ნეთანიახუმ. მისმა მეუღლემ, სარამაც დაადასტურა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

სასამართლოში ჟურნალისტ იგალ სარნის წინააღმდეგ ჭორის გავრცელების ბრალდებით მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ერთ-ერთ სტატიაში მან დაწერა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კორტეჟის მანქანიდან ცოლმა ჩამოაგდო.

banner
წინა სტატიაშიდავით კირვალიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
შემდეგი სტატიაგაეროს მონაცემებით დონბასში 10 ათასი ადამიანი დაიღუპა