ნეთანიახუ: ტრამპი ისრაელის ჭეშმარიტი მეგობარია

14971628_672979062862284_262605425_oისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიახუმ გაავრცელა განცხადება, სადაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი დონალდ ტრამპი ისრაელის ჭეშმარიტ მეგობრად დაასახელა.
,,ტრამპი ისრაელის სახელმწიფოს ჭეშმარიტი მეგობარია და მე ველოდები მასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ უსაფრთხოება და სტაბილურობა როგორც რეგიონში ისევე მთელ მსოფლიოში,, აცხადებს ნეთანიახუ, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ რომ აშშ-სა და ისრაელს შორის, ურთიერთის ინტერესტა გათვალისწინებით მჭიდრო თანამშრომლობა დიდი ხანია არსებობს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ქალიშვილმა, რომელსაც ებრაელი მეუღლე ჰყავს და თავადაც იუდაიზმის აღმსარებელია, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ მამამისის გამარჯვების შემთხვევაში ის ისრაელს ბევრ კარგ საქმეს გაუკეთებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ,,ბუკი,,ს ქარხანა ჩამოინგრა… არის მსხვერპლი
შემდეგი სტატია,,ისლამურმა სახელმწიფომ,, მოსულში 30 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა