ნეთანიახუ: ისრაელისთვის ვადამდელი არჩევნები კატასტროფა იქნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიახუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა კატასტროფა იქნება. ის კვირას ფინანსთა მინისტრთან მოშე კახლონომთან შეხვედრას გამართავს ვადამდელი არჩევნების თავიდან ასაცილებლად, რომლის ზღვარზე დგას ისრაელი. მოშე კახლონომის პარტია მმართველ კოალიციაშია და მას ათი ადგილი აქვს.
ისრაელში პოლიტიკური კრიზისი თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის გადადგომის შემდეგ დაიწყო. პარასკევს პრემიერი პარტია “ებრაული სახლის” ლიდერს ნაფტალ ბენეტს შეხვდა, რომელიც განათლების მინისტრია. შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ამაში მნიშვნელოვანი როლი კოხლონომმა ითამაშა, რომელიც დავამდელი არჩევნების სასწრაფო დანიშვნას ითხოვს.

ავიგდორ ლიბერმანი პალესტინურ “ჰამასთან” დადებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ პროტესტის ნიშნად გადადგა. გარდა ამისა, მან კოალიციიდან გამოიყვანა საკუთარი პარტია “ჩვენი სახლი-ისრაელი”.

ისრაელის მთავრობას მანდატი 2019 წელს ეწურება. ის ხელისუფლებაში 2015 წლიდანაა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიTimes-მა რუსულ “მაშა და დათვს” პუტინის პროპაგანდა უწოდა
შემდეგი სტატიამაკრონმა ევროპას დიდი დამოუკიდებლობისაკენ მოუწოდა