ნეთანიაჰუს სამსახური ადასტურებს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა ისრაელსა და ჰამასის დელეგაციებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერა დაადასტურა.

Times of Israel-ის ცნობით, პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნეთანიაჰუ დღეს, 17 იანვარს უსაფრთხოების კაბინეტის სხდომას გამართავს, რათა მიღწეულ შეთანხმებაზე კენჭისყრა ჩატარდეს.

აღნიშნულ საკითხზე მთავრობის კაბინეტის სრული სხდომა 18 იანვრამდე არ იგეგემება, თუმცა, ნეთანიაჰუს პრესსპიკერი ამბობს, რომ შეთანხმების შესახებ ისრაელს 24 საათი უნდა მიეცეს, რათა უზენაეს სასამართლოს მიმართოს, რადგან დღევანდელი, 17 იანვრის სხდომა მათ საკმარის დროს არ მისცემს ამისათვის, რადგან ბევრი მათგანი რელიგიურია და “შაბათს” იცავს.

ცნობისთვის გუშინ, 16 იანვარს, ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ჰამასმა მოლაპარკების პროცესში ბოლო წუთას “კრიზისი შექმნა”, რის გამოც შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაშლილიყო.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, რადგან დიქტატორობის მსურველმა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა” – უილსონი
შემდეგი სტატიასპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს