ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაითხოვა ექვსწევრიანი ომის კაბინეტი, განაცხადა ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს. ეს ხდება ერთი კვირის შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ ტოვებს ორგანოს.

მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის შესახებ ახლა კონსულტაციებს გამართავს მინისტრთა მცირე ჯგუფთან, მათ შორის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერთან, რომლებიც ომის კაბინეტში იმყოფებოდნენ.

ეს ნაბიჯი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ამოს ჰოხშტეინი ეწვია იერუსალიმს, ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, ისრაელის განცხადების შემდეგ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ “ჰეზბოლას”დაძაბულობა რეგიონს უფრო ფართო კონფლიქტთან აახლოებს.

ომის კაბინეტს, რომელიც შეიქმნა 7 ოქტომბერს “ჰამასის” ისრაელზე თავდასხმიდან ხუთი დღის შემდეგ, ხუთი წევრი ჰყავდა: ნეთანიაჰუ, თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, ოპოზიციის ლიდერი ბენი განცი და ორი “დამკვირვებელი”, რონ დერმერი და გადი ეიზენკოტი.

banner
წინა სტატიაშითიბისი x აზროვნების აკადემია: შემეცნებითი ტურნე რეგიონებში
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინი – რუსეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ