ნეთანიაჰუ უარყოფს ცნობას, რომ ტრამპმა ისრაელის მიერ ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო.

“არსებობს უამრავი ყალბი ცნობა იმ საუბრებზე, რომლებიც არასდროს მომხდარა, არ ვაპირებ ამაში ჩავერთო” – თქვა ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ცახი ჰანეგბის თქმით, გავრცელებული ცნობა “უმაღლესი დონის ყალბი ინფორმაციაა”.

მანამდე, სააგენტო Reuters ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში დონალდ ტრამპმა ისრაელის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო.

“მოკლეს ირანელებმა ამერიკელი? არა, სანამ ამას არ იზამენ, ჩვენ პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმაზეც კი არ ვილაპარაკებთ”. – განუცხადა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Reuters-ს.

banner
წინა სტატიაშიისრაელის გეგმას ალი ჰამენეის ლიკვიდაციის შესახებ დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო – Reuters
შემდეგი სტატიაგიორგი ბოტკოველი: „ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იქნება ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა და სწორედ ეს უნდა „ოცნებასაც